logo
ENG



"პრიორიტეტი არ ვართ" - წყნეთის გზატკეცილზე უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

12 ივლ 202414:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/12/givazhgu5gkeb7m.jpg

წყნეთის გზატკეცილზე ერთ-ერთ უბანში საკანალიზაციო სისტემის ჭების გაუმართაობის გამო დაზიანებულია გზა და რამდენიმე ოჯახი მძიმე და საშიშ პირობებში ცხოვრობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საჭირო შემთხვევაში ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. მათ არაერთხელ მიმართეს გამგეობასა და მერიას, თუმცა უშედეგოდ. დედაქალაქის მერია მათ GWP-სთან ამისამართებს, წყალმომარაგების კომპანია კი პასუხისმგებლობას იცილებს.

"არავინ არ მოდის, არავინაა ჩვენი პატრონი. აი, მეტირება კი არა, უკვე ვიკავებ ამ ტირილს, რომ ბავშვს ვერ ვასეირნებ კი არა, ხელში დამყავს, რომ სადმე არ გადავარდეს. არც წასასვლელი არ გვაქვს არსად. 300-ლარიან ან 500-ლარიან რამეს [საცხოვრებელს] თუ ნახავთ, არ ვიცი... მაშინ წყნეთში ავალ და კალაძეს დავუჯდები სახლში. მოგვაქციეთ ყურადღება", - ამბობს იქ მცხოვრები, მარიამ ქალიაშვილი, რომელმაც ინტერვიუს მიცემის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.

"მერია, გამგეობა, ყველა საქმის კურსში ჩავაყენეთ. ძალით მოგვყავს. ხედავენ, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლება და გვთავაზობენ 300-ლარიან ქირას. 7 ადამიანი ვცხოვრობთ ოჯახში. არის სადმე 300-ლარიანი ბინა 7 ადამიანისთვის? და კერძო სახლი, ბაღი და ეზო ვის დავუტოვო? ვერ დავუტოვებ. აკეთებენ ასფალტიან გზას ბაგებში და 100 მეტრის უკან არ უყურებენ, რა მდგომარეობაა იმიტომ, რომ პრიორიტეტი არ ვართ ჩვენ. გამოდის, რომ ხალხი არ აინტერესებთ, აინტერესებთ მთავარი ქუჩა", - ყვება ციცო ოქრაძე.


close დახურვა